ქეთი ბოჭორიშვილი
Saturday, December 10, 2016
Saturday, December 3, 2016
მეექვსე დღე
ვიმუშავეთ წყვილებში,გავუზიარეთ ერთმანეთს პროექტის მონახაზები, გავეცანით და გავიზიარეთ ერთმანეთის ხედვები დარჩევები. ვნახეთ მოსწავლის ნაშრომის ნიმუში და მივიღეთ დავალება მომდევნო დღისთვის; შევქმნათ მოსწავლის დავალების სავარაუდო პრეზენტაცია
Friday, November 25, 2016
Sunday, November 13, 2016
Saturday, November 12, 2016
მესამე დღე
ტრენინგის მესამე დღე დავიწყეთ დავალების პრეზენტაციით.გავეცანით
თუ როგორ გამოვიყენოთ ტექნოლოგიები ყველაზე ეფექტურად სწავლების პროცესის ხელშეწყობისა
და მოსწავლეთა სწავლის შეფასების მიზნით.ვიმუშავეთ პროექტის გეგმის შაბლონის შევსებაზე.განვსაზღვრეთ
სტანდარტები სასწავლო პროცესისათვის.შევიმუშავეთ მიზნები.
Sunday, November 6, 2016
ინტელის ტრენინგის მეორე დღე
მას
შემდეგ, რაც მოსწავლის თვალთახედვით შექმნით მოსწავლის სავარაუდო ნაშრომს,
უკეთესი წარმოდგენა გექნებათ, თუ რა თემატიკისა და უნარ-ჩვევების
სწავლებაა აუცილებელი თემის ფარგლებში. ამ აქტივობის დროს სასწავლო
პროექტის გეგმაში ცვლილებებს შეიტანთ და სასწავლო პროცედურების დაგეგმვას
შეუდგებით. სასწავლო პროცედურები აღწერს სასწავლო აქტივობებს, რომლებშიც
მოსწავლეები ჩართული არიან თემის განმავლობაში. ასევე, დაგეგმავთ, როგორ
გაუკეთოთ ინტეგრირება მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებს, შეფასების
ფორმებს და 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს სასწავლო პროცედურებში.
მაქსიმალურად ეცადეთ, სასწავლო ციკლი ისე დაგეგმოთ, რომ აქტივობები
ერთმანეთს ეფუძნებოდეს და ხელს უწყობდეს სწავლის პროცესს.
ბლოგის მომზადება
ბლოგის მომზადება
უკვე კურსის ნახევარი გაიარეთ, განსაზღვრეთ, რამდენად პასუხობს თქვენი სასწავლო პროექტი კურსის ძირითად შეკითხვებს.
მოახდინეთ
რეფლექსია თქვენს პირად ბლოგში, მოდულში წარმოდგენილ აქტივობებზე,
უნარ-ჩვევებზე და მიდგომებზე. გახსოვდეთ, რომ მეშვიდე ბლოგში თქვენი
ერთ-ერთი დავალება იქნება რომელიმე თქვენი კოლეგისთვის ერთ-ერთი ბლოგ
პოსტის გაზიარება და, მოცემულ კურსში მონაწილეობის შედეგად, მიღებული
ცოდნისა და ცვლილებების განხილვა.
ინტელის ტრენინგის პირველი დღე
- როგორ შეიძლება გამოვიყენოთ ტექნოლოგიები ყველაზე ეფექტურად სწავლების პროცესის ხელშეწყობისა და მოსწავლეთა სწავლის შესაფასებლად?
- როგორ დაეხმარება პროექტები ჩემს მოსწავლეებს სასწავლო სტანდარტის მიღწევასა (ეროვნული სასწავლო გეგმის შედეგზე გასვლაში) და 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარებაში?
- როგორ გამოვიყენოთ პროექტები სწავლის პროცესის გაუმჯობესებისთვის?
Subscribe to:
Posts (Atom)