მას
შემდეგ, რაც მოსწავლის თვალთახედვით შექმნით მოსწავლის სავარაუდო ნაშრომს,
უკეთესი წარმოდგენა გექნებათ, თუ რა თემატიკისა და უნარ-ჩვევების
სწავლებაა აუცილებელი თემის ფარგლებში. ამ აქტივობის დროს სასწავლო
პროექტის გეგმაში ცვლილებებს შეიტანთ და სასწავლო პროცედურების დაგეგმვას
შეუდგებით. სასწავლო პროცედურები აღწერს სასწავლო აქტივობებს, რომლებშიც
მოსწავლეები ჩართული არიან თემის განმავლობაში. ასევე, დაგეგმავთ, როგორ
გაუკეთოთ ინტეგრირება მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებს, შეფასების
ფორმებს და 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს სასწავლო პროცედურებში.
მაქსიმალურად ეცადეთ, სასწავლო ციკლი ისე დაგეგმოთ, რომ აქტივობები
ერთმანეთს ეფუძნებოდეს და ხელს უწყობდეს სწავლის პროცესს.
ბლოგის მომზადება
უკვე კურსის ნახევარი გაიარეთ, განსაზღვრეთ, რამდენად პასუხობს თქვენი სასწავლო პროექტი კურსის ძირითად შეკითხვებს.
მოახდინეთ
რეფლექსია თქვენს პირად ბლოგში, მოდულში წარმოდგენილ აქტივობებზე,
უნარ-ჩვევებზე და მიდგომებზე. გახსოვდეთ, რომ მეშვიდე ბლოგში თქვენი
ერთ-ერთი დავალება იქნება რომელიმე თქვენი კოლეგისთვის ერთ-ერთი ბლოგ
პოსტის გაზიარება და, მოცემულ კურსში მონაწილეობის შედეგად, მიღებული
ცოდნისა და ცვლილებების განხილვა.
No comments:
Post a Comment