Friday, November 25, 2016


ინტელის ტრენინგის მე-5 დღე
ინტელის ტრენინგის მე-5 დღე დავიწყეთ დავალების შემოწმებით, ვიმუშავეთ ბლოგზე, შევცვალეტ ბლოგის დიზაინი, ვისწავლეთ ბლოგზე ფოტოების ატვირთვა.შევინახათ სასარგებლო ბმულები ლინკების სახით.გადმოვიტანეთ და შევინახეთ საავტორო უფლებების ნიმუში ჩვენი სახელობის საქაღალდეში.

Sunday, November 13, 2016

ინტელის ტრენინგის მეოთხე დღე დავიწყეთ საშინაო დავალების პრეზენტაციით.გავეცანით მოსწავლეთა წინარე ცოდნის დასადგენი ინსტრუმენტის შექმნას,შევქმენით ეს ინსტრუმენტი და მივიღეთ დავალებები.

Saturday, November 12, 2016

მესამე დღე

ტრენინგის მესამე დღე დავიწყეთ დავალების პრეზენტაციით.გავეცანით თუ როგორ გამოვიყენოთ ტექნოლოგიები ყველაზე ეფექტურად სწავლების პროცესის ხელშეწყობისა და მოსწავლეთა სწავლის შეფასების მიზნით.ვიმუშავეთ პროექტის გეგმის შაბლონის შევსებაზე.განვსაზღვრეთ სტანდარტები სასწავლო პროცესისათვის.შევიმუშავეთ მიზნები.

Sunday, November 6, 2016

ინტელის ტრენინგის მეორე დღე

მას შემდეგ, რაც მოსწავლის თვალთახედვით შექმნით მოსწავლის სავარაუდო ნაშრომს, უკეთესი წარმოდგენა გექნებათ, თუ რა თემატიკისა და უნარ-ჩვევების სწავლებაა აუცილებელი თემის ფარგლებში. ამ აქტივობის დროს სასწავლო პროექტის გეგმაში ცვლილებებს შეიტანთ და სასწავლო პროცედურების დაგეგმვას შეუდგებით. სასწავლო პროცედურები აღწერს სასწავლო აქტივობებს, რომლებშიც მოსწავლეები ჩართული არიან თემის განმავლობაში. ასევე, დაგეგმავთ, როგორ გაუკეთოთ ინტეგრირება მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებს, შეფასების ფორმებს და 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს სასწავლო პროცედურებში. მაქსიმალურად ეცადეთ, სასწავლო ციკლი ისე დაგეგმოთ, რომ აქტივობები ერთმანეთს ეფუძნებოდეს და ხელს უწყობდეს სწავლის პროცესს.
 ბლოგის მომზადება
უკვე კურსის ნახევარი გაიარეთ, განსაზღვრეთ, რამდენად პასუხობს თქვენი სასწავლო პროექტი კურსის ძირითად შეკითხვებს.
მოახდინეთ რეფლექსია თქვენს პირად ბლოგში, მოდულში წარმოდგენილ აქტივობებზე, უნარ-ჩვევებზე და მიდგომებზე. გახსოვდეთ, რომ მეშვიდე ბლოგში თქვენი ერთ-ერთი დავალება იქნება რომელიმე თქვენი კოლეგისთვის ერთ-ერთი ბლოგ პოსტის გაზიარება და, მოცემულ კურსში მონაწილეობის შედეგად, მიღებული ცოდნისა და ცვლილებების განხილვა.

ინტელის ტრენინგის პირველი დღე


  • როგორ შეიძლება გამოვიყენოთ ტექნოლოგიები ყველაზე ეფექტურად სწავლების პროცესის ხელშეწყობისა და მოსწავლეთა სწავლის შესაფასებლად?
  • ოგორ დაეხმარება პროექტები ჩემს მოსწავლეებს სასწავლო სტანდარტის მიღწევასა (ეროვნული სასწავლო გეგმის შედეგზე გასვლაში) და 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარებაში?
  • როგორ გამოვიყენოთ პროექტები სწავლის პროცესის გაუმჯობესებისთვის?